ტურინის იუვენტუსი სერია A-ს ტურში რომის ლაციოს შესუსტებული შემადგენლობით დაუპირისპირება. „ტუტოსპორტის“ ცნობით, რომაელთა წინააღმდეგ ჟოაო კანსელო, მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა ვერ ითამაშებენ.
ჯერჯერობით უცნობია, ეს ფეხბურთელები რა პერიოდით ვერ დაეხმარებიან გუნდს, მაგრამ ამჟამინდელი ინფორმაციით, ტრავმები სერიოზული არ უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ლაციოსა და იუვენტუსის შეხვედრა 27 იანვარს, იტალიის დედაქალაქში გაიმართება.