ტურინის „იუვენტუსი“ საინტერესო და გრანდიოზულ გარიგებას ამზადებს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, შესაძლოა, ისევ მოირგოს იტალიური გუნდის ფორმა. იტალიის ჩემპიონი მზად არის ინგლისელებს ოთხი ფეხბურთელის შესთავაზოს, – ამის შესახებ „ტუტოსპორტი“ წერს.
კერძოდ, ტურინელები ფრანგის სანაცვლოდ თმობენ მარიო მანჯუკიჩს, დანიელე რუგანის, ემრე ჯანსა და ბლეზ მატუიდის. ოთხივეს გზა ხსნილი აქვს „ოლდ ტრაფორდისკენ“.
პოგბა „იუვენტუსში“ 2012-16 წლებში თამაშობდა, 124 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ნახევარმცველი ტრავმის გამო 2019 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს.