„იუვენტუსი“ პოლ პოგბას სანაცვლოდ 50 მილიონ ევროსა და აარონ რემსის შეელევა
„იუვენტუსი“ მზად არის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელში ინგლისელებს 50 მილიონი ევრო და აარონ რემსი შესთავაზოს, – იუწყება ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
იტალიელი მიმომხილველის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „იუვენტუსის“ უპირველესი სამიზნე „მანჩესტერ იუნაიტედის“ 26 წლის ფეხბურთელი პოლ პოგბა იქნება.
მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში პოგბამ სულ 8 მატჩი ჩაატარა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
პორტალი Transfermarkt.com პოლ პოგბას 100 მილიონ ევროდ, ხოლო აარონ რემსის 40 მილიონად ფასებს.