ტურინის „იუვენტუსი“ შეეცდება „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარის შეძენას, – წერს გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ (Mundo Deportivo).
წყაროს ცნობით, იტალიის ჩემპიონი მზად არის გაიღოს არა მხოლოდ სოლიდური თანხა, არამედ დათმოს ორი მოთამაშე – ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი და ფორვარდი პაულო დიბალა. ამასთან, „პარი სენ-ჟერმენს“ 27 წლის ბრაზილიელში მხოლოდ ფული უნდა და სხვა ფეხბურთელები არ აინტერესებს.
ამ ზაფხულს ძალიან ბევრს წერენ ნეიმარის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ. ასევე ბრაზილიელის გადაბირებით დაინტერესებულია „რეალი“, რომელმაც პარიზულ კლუბს 90 მილიონი ევრო და გარეტ ბეილი შესთავაზა.