„ელ მუნდო დეპორტივოს“ (EL Mundo Deportivo) ინფორმაციით, „რეალის“ ნახევარმცველი ისკო ზაფხულში, შესაძლოა, „იუვენტუსში“ გადავიდეს.
ტურინელები მზად არიან 27 წლის ესპანელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ისკო გუნდში არსებული მდგომარეობით კმაყოფილი არ იყო, რადგან ის ხშირად იჯდა სათადარიგო სკამზე. ესპანელმა საერთო ენა ვერც ყოფილ მთავარ მწვრთნელებთან – სანტიაგო სოლარისთან და ხულენ ლოპეტეგთან გამონახა. იგივე პრობლემა მას ამჟამინდელ დამრიგებელ ზინედინ ზიდანთანაც აქვს.
2018/2019 წლების სეზონზე მან „რეალის“ შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და გააკეთა ერთი შედეგიანი გადაცემა.