მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ზაფხულში სავარაუდოდ ტურინულ გრანდში გადაბარგდება, ირწმუნება ესოანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“.
იტალიელები მზად არიან, 27 წლის ესპანელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ნახევარმცველი თავისი მდგომარეობით კლუბში კმაყოფილი არ იყო. მოთამაშე ძალიან ხშირად სათადარიგოებში იჯდა და საერთო ენა ვერ გამონახა ყოფილ და ამჟამინდელ მწვრთნელთან.
2018/2019 სეზონში ისკომ „რეალში“ ჩაატარა 37 მატჩი, გაიტანა ექვსი გოლი და გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა.