„იუვენტუსი“ მზადაა გოლოვინში 19 მილიონი გადაიხადოს
„იუვენტუსი“ მზადაა გოლოვინში 19 მილიონი გადაიხადოს

რუს ფეხბურთელ ალექსანფდრ გოლოვინზე წამყვანი ევროპული კლუბების მხრიდან სერიოზული ინტერესია და მსურველებს შორის „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ფიგურირებენ.

ცოტა ხნის წინ გავცელებული ინფორმაციით, ტურინულმა კლუბმა უკვე წამოაყენა თავისი წინადადება და მოსკოვის „ცსკა“-ს ფეხბურთელის სანაცვლოდ 19 მილიონ ევროს სთავაზობს. თუმცა, როგორც ცნობილია, ეს თანხა საგრძნობლად ნაკლებია მოსკოველთა მიერ დასახელებულ 30 მილიონზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები მიმდინარე მუნდიალის ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში გავიდა, სადაც ურუგვაის დაუპირისპირდება და გოლოვინი ჩემპიონატის მასპინძელთა ერთ-ერთი მთავარი იმედია.