„იუვენტუსი“ მზად არის, ვლახოვიჩის ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT
„იუვენტუსი“ მზად არის, ვლახოვიჩის ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT

ტურინული გრანდი „ფიორენტინას“ თავდამსხმელით, დუშან ვლახოვიჩით არის დაინტერესებული და სერბი ფეხბურთელის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება, – იუწყება La Gazzetta dello Sport.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, „იუვენტუსში“ მზად არიან, რომ ვლახოვიჩის ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ, მაგრამ „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობა 70 მილიონს ითხოვს.

თვითონ ვლახოვიჩს სურს, რომ კარიერა „იუვენტუსში“ გაარძელოს და ეს „ფიორენტინას“ მენეჯერებს უკვე აცნობა.

მიმდინარე სეზონში ვლახოვიჩს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს – სერბმა თავდამსხმელმა „ფიორენტინას“ შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.