„იუვენტუსი“ მზად არის, არტურს სამჯერ მეტი ხელფასი გადაუხადოს, ვიდრე ფეხბურთელი „ბარსელონაში“ იღებს
„იუვენტუსი“ მზად არის, არტურს სამჯერ მეტი ხელფასი გადაუხადოს, ვიდრე ფეხბურთელი „ბარსელონაში“ იღებს

„ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურ რამოსი სერიოზულ ფინანსურ სარგებელს მიიღებს, თუ „იუვენტუსში“ გადავა. როგორც RAC1-ს ჟურნალისტი ჟერარ რომერო სოციალური ქსელის საშუალებით იუწყება, იტალიური გრანდი მზად არის, ფეხბურთელს იმაზე სამჯერ მეტი ხელფასი გადაუხადოს, ვიდრე „ბარსელონა“ უხდის. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბებერი სინიორა“ მოლაპარაკებებს ამ კვირაში გაააქტიურებს.

არტური „ბარსელონაში“ 2018 წელს „გრემიოდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში 23 წლის ბრაზილიელმა ესპანეთის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.