იუვენტუსი მთავარ მწვრთნელად დიდიე დეშამის აყვანას ეცდება
იუვენტუსი მთავარ მწვრთნელად დიდიე დეშამის აყვანას ეცდება

მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანმა მადრიდის რეალში დაბრუნება გადაწყვიტა, იუვენტუსი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის გადაბირებაზე გადაერთვება. ამგვარი ინფორმაცია გაავრცელა გამოცემა ჯორნალემ (Il Giornale).

ფეხბურთელის რანგში დეშამი იტალიურ გუნდში 1994-99 წლებში გამოდიოდა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ იუვენტუსმა ზიდანს მრავალწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა მადრიდში დაბრუნება არჩია.

დიდი ალბათობით, იუვენტუსის ამჟამინდელი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი წლევანდელ ზაფხულს დატოვებს პოსტს.