„ნაპოლის“ ფორვარდი არკადიუშ მილიკი ახლოს არის „იუვენტუსში“ გადასვლასთან.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის „ტვიტერში“ წერს, ტურინულმა კლუბმა პოლონელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. ახლა, „იუვენტუსს“ ესაჭიროება წარმატებული მოლაპარაკებები „ნაპოლისთან“ 26 წლის ფორვარდის თაობაზე.
„ნაპოლის“ სურს, რომ გარიგებაში ჩართონ ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი. ნეაპოლურ კლუბს ასევე აინტერესებს „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ლუკა პელეგრინი და კრისტიან რომერო, რომლებიც იჯარით „კალიარიში“ და „ჯენოაში“ თამაშობენ.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „იუვენტუსი“ მზად არის გააფორმოს მილიკთან ხუთწლიანი კონტრაქტი და წელიწადში ხუთი მილიონი ევრო გადაუხადოს.
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ დაადასტურა, რომ მილიკს სურს კლუბის დატოვება.
ამ სეზონში ფორვარდმა 33 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.
მილიკის სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონ ევროს შეადგენს.