იუვენტუსი კრისტიან პულიშიჩის შეძენას აპირებს
იუვენტუსი კრისტიან პულიშიჩის შეძენას აპირებს

იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“  შემტევი ხაზის გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტად აპირებს. ტურინელები  „დორტმუნდის“ ამერიკელი გარემარბის – კრისტიან პულიშიჩის შეძენის ვარიანტს განიხილავენ.

ამ ზაფხულს, 20 წლის ფეხბურთელის გადაბირებას არა ერთი გრანდი ცდილობდა, მაგრამ, ამერიკელმა ამ ეტაპზე გერმანიის დატოვება არ ისურვა. პულიშიჩს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

იტალიური და გერმანული პრესა ვარაუდობს, რომ „იუვენტუსი“ ამერიკელის შეძენას მომავალი წლის ზაფხულში შეეცდება.