ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის სერიოზულად ემზადება. „ბებერ ქალბატონს“ რომ ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელის მიმართ ინტერესი აქვს, ამას არც პარატიჩი უარყოფს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„დონ ბალონის“ (Don Balon) ცნობით ხამეს როდრიგესის გარდა „იუვენტუსი“ კიდევ ერთ კოლუმბიელს აკვირდება. ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველი დევინსონ სანჩესი, შესაძლოა, იტალიური გრანდის რიგებში სულ მალე აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ეგიდით 15 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.