ტურინის „იუვენტუსი“ აგრძელებს ახალი ფორვარდის ძებნას 32 წლის გონსალო იგუაინის შესაცვლელად.
წყაროს ცნობით, იტალიის ჩემპიონის ყურადღება მიიპყრო „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა. ტურინში მიაჩნიათ, რომ ლონდონელთა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნამ და ამ ტურნირის საგზურის გარეშე სავარაუდო დარჩენამ, შესაძლოა, 26 წლის ფეხბურთელს კლუბის შეცვლისკენ უბიძგოს.
კეინმა იანვარში ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და მას შემდეგ აღდგენით კურსს გადის. ინგლისელის დაბრუნება აპრილის შუა რიცხვებში იგეგმება.
ადრე დაიწერა, რომ კეინი განიხილავს ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შესაძლებლობას.