გამომცემლობა SportItalia-ს ცნობით, ტურინის „იუვენტუსი“ „ჯენოას“ კოტ-დ’ივუარელი ფორვარდის კრისტიან კუამეს შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.
21 წლის ფეხბურთელს, რომელიც სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, 20 შეხვედრის შემდეგ აქტივში სამი გოლი და საგოლე პასი აქვს.
ცნობილია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები არა მარტო კუამეს, არამედ რომეროს შესახებაც მიმდინარეობს.