„იუვენტუსი“ - „ინტერის“ მატჩი ცარიელ ტრიბუნებთან, გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის
კვირას, პირველ მარტს იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ტურინის „იუვენტუსი“ და მილანის „ინტერი“ დაუპირისპირდებიან.
იტალიის სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩზე ცარიელი ტრიბუნები იქნება, რადგან ხალხმრავლობა კორონავირუსის გავრცელების დამატებით რისკებს აჩენს.
ევროპის მასშტაბით, იტალიაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, დაინფიცირებულთა ძირითადი ნაწილი სწორედ ლომბარდიის რეგიონში ცხოვრობს, რომლის მუნიციპალური დედაქალაქი მილანია.