„იუვენტუსი“ განიხილავს სარის განთავისუფლებისა და ალეგრის დაბრუნების ვარიანტს
„იუვენტუსი“ განიხილავს სარის განთავისუფლებისა და ალეგრის დაბრუნების ვარიანტს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი, შესაძლოა, პოსტიდან დაითხოვონ. წყაროს ცნობით, იტალიის ჩემპიონის ხელმძღვანელობა გუნდის ბოლოდროინდელი შედეგების გამო, რადიკალურ ზომებზე წასვლას განიხილავს. „იუვენტუსმა“ ბოლო სამ მატჩში ორჯერ წააგო და ლიდერობა დაკარგა.

ზაფხულში სარი „იუვენტუსში“ მიიწვიეს იმისთვის, რომ გუნდში სანახაობრივი სტილი შეეტანა, მაგრამ ნახევარი წელი მუშაობის შემდეგ, მწვრთნელმა ვერ შეძლო ამის მიღწევა.

კლუბის ხელმძღვანელობაში არის ჯგუფი, რომელსაც სურს ყოფილი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის დაბრუნება. 52 წლის სპეციალისტი გასული სეზონის დასრულების შემდეგ დაითხოვეს, მაგრამ დღემდე აქვს კონტრაქტი „იუვენტუსთან“.

აღნიშნავენ, რომ კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელიც ასევე ბოლომდე არ ენდობა სარის ბოლოდროინდელი გამოსვლების შემდეგ.

ალეგრი ტურინულ კლუბში 2014-19 წლებში მუშაობდა და ხუთჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული. დღეისთვის ის უმუშევარია.