„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი „იუვენტუსის“ ინტერესთა სფეროში მოექცა“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა La Gazetta dello Sport.
წყაროს ცნობით, ტრანსფერი შედგება იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულში ტურინულ გუნდს დატოვებს კრიშტიანო რონალდო. ჟესუსის გარდა, „იუვენტუსი“ განიხილავს „ფიორენტინას“ ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის კანდიდატურას.
ჟესუსის კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
დასრულებულ სეზონში 24 წლის ბრაზილიელმა 42 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.