„იუვენტუსი“ ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველ უსემ აუარით ინტერესდება, იუწყება იტალიური „გაძეტა დელო სპორტი“. წყაროს ინფორმაციით, ტურინული კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი აპირებს, ფეხბურთელი ორწლიანი იჯარით აიყვანოს და შეთანხმებაში მისი გამოსყიდვის უფლებაც შეიტანოს.
21 წლის აუარი „ლიონის“ აღსაზრდელია. წლევანდელ სეზონში მან მონაწილეობა 25 მატჩში მიიღო, სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საფრანგეთის ჩემპიონატი წელს დასრულებულად ნაადრევად გამოცხადდა, ჩემპიონად „პარი სენ-ჟერმენი“ დასახელდა, „ლიონი“ კი მეშვიდე ადგილზე გავიდა.