აიაქსის მცველი მატეის დე ლიხტი იუვენტუსის მოთამაშე შეიძლება გახდეს, იტყობინებიან იტალიური გამოცემები.
როგორც კალჩომერკატო წერს, იუვენტუსი ფავორიტად ითვლება, რადგან კლუბს ფეხბურთელის აგენტთან, მინო რაიოლასთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს. ჰოლანდიელის შეძენით დაინტერესებულები არიან შემდეგი კლუბები: ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი, ჩელსი და ლივერპული.
19 წლის ფეხბურთელმა წელს აიაქსის რიგებში 34 მატჩი ჩაატარა და სამი გოლის გატანაც მოახერხა, ორ შედეგიან გადაცემასთან ერთად.