ტურინის „იუვენტუსმა“ აცნობა „რეალსა“ და „ბარსელონას“ იმის შესახებ, რომ დაიწყო იურიდიული პროცედურა ევროპის სუპერლიგიდან გასვლის შესახებ, – დაწერა გამოცემა Relevo-მ.
აღნიშნავენ, რომ პროექტიდან გამოსვლის პროცესი რამდენიმე კვირას დაიკავებს, ტურინულმა კლუბმა კი მყარი პოზიცია დაიკავა.
2021 წლის 18 აპრილს 12-მა ტოპკლუბმა გამოაცხადა ევროპული სუპერლიგის შექმნის შესახებ. ამ სიახლემ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია საფეხბურთო ჩინოვნიკებსა და გულშემატკივრებს შორის. 20 აპრილს კლუბების უმრავლესობამ პროექტიდან გამოსვლის შესახებ გამოაცხადა, რის შემდეგაც სუპერლიგაში დარჩა სამი მონაწილე – „ბარსელონა“, „რეალი“ და „იუვენტუსი“.