„რომას“ ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო „იუვენტუსის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ დაწერა „სპორტიტალიამ“. ტურინელები მზად არიან, 21 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი გადაიხადონ.
ამ სეზონში ნიკოლო ძანიოლომ „სერია ა“-ს 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა. იანვარში ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, რის შემდეგაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ძანიოლოსთვის ბრძოლაში „იუვენტუსს“ შესაძლოა კონკურენცია მადრიდის „რეალმა“ გაუწიოს.