მადრიდის „რეალი“ და „იუვენტუსი“ ინტერესს იჩენენ „შახტარისა“ და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველის მიხაილ მუდრიკის მიმართ, – იტყობინება გამოცემა Tuttosport.
წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი ახლო მომავალში აპირებს კარდინალურად შეცვალოს სატრანსფერო პოლიტიკა და უარი თქვას ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენაზე, როგორც ამას ადრე აკეთებდა. ტურინელებს სურთ აქცენტი ახალგაზრდა და პერსპექტიულ მოთამაშეებზე გააკეთონ. კერძოდ, „იუვენტუსი“ მზად არის განიხილოს მუდრიკის კანდიდატურა.
უკრაინელისთვის ბრძოლაში იტალიელების კონკურენტი მადრიდის „რეალი“ იქნება.
მუდრიკი „შახტარის“ აღზრდილია და ამ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი.