„ლივერპულის“ ფორვარდმა, მოჰამედ სალაჰმა „იუვენტუსი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ დააინტერესა, – იტყობინება გამოცემა El Nacional-ი.
წყაროს ცნობით, ტურინელები და პარიზელები ეძებენ შეტევის გამოცდილ მოთამაშეს და მიაჩნიათ, რომ 32 წლის ეგვიპტელი იდეალურად შეერწყმება მათ თამაშს.
უფრო ადრე სალაჰმა განაცხადა, რომ ფიქრობს „ლივერპულიდან“ წასვლის შესახებ.
მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2025 წლის ზაფხულში იწურება. სულ მერსისაიდულ კლუბში ეგვიპტელმა 352 მატჩი ჩაატარა, 214 გოლი გაიტანა და 92 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.