იტალიის ნაკრებისა და „ტორინოს“ ფორვარდი, ანდრეა ბელოტი „იუვენტუსისა“ და „მილანის“ ყურადღების ცენტრსი მოექცა, – იუწყება Tuttomercatoweb.
27 წლის თავდამსხმელის კონტრაქტი „ტორინოსთან“ მომავალი წლის ზაფხულში იწურება.
გამოცემის ინფორმაციით, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „მილანი“ და „იუვენტუსი“ იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის შეძენას შეეცდებიან.
2020/21 წლების სეზონში ანდრეა ბელოტიმ იტალიის ჩემპიონატში 20 მატჩი ითამაშა და 11 გოლს ავტორი გახდა. „ტორინო“ საკუთარი თავდამსხმელის მსგავსად წარმატებულ სეზონს ვერ ატარებს – კლუბი სატურნირო ცხრილში მე-17 პოზიციაზეა და „გასავარდნ“ ზონას მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.