„იუვენტუსმა“ გამოაქვეყნა განაცხადი სერია A-ს მე-13 ტურისთვის, რომელშიც ტურინული კლუბი „ატალანტას“ წინააღმდეგ ითამაშებს.
სიაში არ არის პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით უკვე ახსნა ეს ამბავი. „კონცენტრირებული ვარ აღდგენასა და სწრაფად დაბრუნებაზე“, – დაწერა 34 წლის ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ მატჩში რონალდო ნაადრევად გაიყვანეს მოედნიდან, რის გამოც პორტუგალიელი განაწყენებული დარჩა და მთავარ მწვრთნელს მაურიციო სარის ხელი არ ჩამოართვა. ამის შემდეგ, რონალდომ ორი მატჩი სრულად ითამაშა პორტუგალიის ნაკრებში.
„იუვენტუსი“-„ატალანტას“ მატჩი 23 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.