„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა აქსელ ვიტცელმა, შესაძლოა, კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს, – ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა CalcioMercato წერს.
წყაროს ცნობით, ბელგიელი ფეხბურთელის გადაბირებით „იუვენტუსია“ დაინტერესებული.
32 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ტურინელები ზამთარში გეგმავენ წინასწარი ხელშეკრულების შეთანხმებას, რომელიც ვიტცელს საშუალებას მისცემს ივლისში „იუვენტუსში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.
ამ სეზონში ვიტცელმა „დორტმუნდში“ ცხრა მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.