„ბარსელონას“ ფორვარდმა ანსუ ფატიმ, შესაძლოა, კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.
იტალიური პრესის ცნობით, 17 წლის ფეხბურთელის სამსახურით ტურინის „იუვენტუსია“ დაინტერესებული. იტალიის ჩემპიონი უკვე დაუკავშირდა “ბარსელონას“ მომავალ ზაფხულს ესპანელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა, კატალონურმა კლუბმა უარყო იტალიელების წინადადება.
იტყობინებიან, რომ „ბარსელონა“ არ აპირებს უახლოეს მომავალში ფატისთან გამოთხოვებას.
ახალგაზრდა ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი კატალონურ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მან ხუთ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.