ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველმა რაიან გრავენბერხმა, შესაძლოა, კარიერა სერია A-ში გააგრძელოს.
როგორც იტალიურ პრესაში წერენ, 18 წლის ფეხბურთელმა „იუვენტუსის“ მხრიდან დაინტერესება დაიმსახურა. ტურინულ კლუბში იმედოვნებენ, რომ ტრანსფერის განხორციელებას დაეხმარება გრავენბერხის აგენტთან მინო რაიოლასთან მჭიდრო კონტაქტები.
იტყობინებიან, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველით ასევე ინტერესდება „ბარსელონა“.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ივნისში „აიაქსმა“ ფეხბურთელთან 2023 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი.
მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების ჩემპიონატში გრავენბერხმა ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.