„იუვენტუსი“ 15 ქულის დაკლებას სასამართლოში გააპროტესტებს #1TVSPORT
„იუვენტუსი“ 15 ქულის დაკლებას სასამართლოში გააპროტესტებს #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა აპელაციას ამზადებს, რომ ფინანსურ მაქინაციებში ბრალდებულ კლუბს ჩამოკლებული 15 ქულა აღუდგინონ.

„„იუვენტუსი“ და ჩვენი იურისტების გუნდი ყურადღებით აანალიზებს ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს დოკუმენტი აშკარად ალოგიკურია, დაუსაბუთებელი და მიკერძოებული. შესაბამისად, კლუბი გადაწყვეტილებას გააპროტესტებს. „იუვენტუსის“ არგუმენტები იქნება მყარად დასაბუთებული“, – წერია ტურნული კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „იუვენტუსს“ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მოპოვებული 35 ქულიდან 15 ჩამოაკლდა, კლუბის ყოფილ სპორტულ დირექტორს და სხვა მაღალი რანგის საფეხბურთო მენეჯერებს კი საქმიანობა გარკვეული პერიოდით შეუჩერდათ.