“ოკლაჰომასა” და “იუტას” შორის მიმდინარე საპლეიფო დაპირისპირებაში ანგარიში გათანაბრდა. “სანდერმა” საკუთარ არენაზე “ჯაზს” მეორე შეხვედრაში უმასპინძლა და მეტოქესთან ამჯერად 7 ქულის სხვაობით 95-102 დამარცხდა.
იუტელებმა ძლიერ მეტოქესთან მხოლოდ ერთი პერიოდი წააგეს. კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო ახალგაზრდა დონოვან მიჩელი (28 ქულა), 22 ქულით, 7 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა მატჩი რიკი რუბიომ, 20 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა დერიკ ფეივორსმა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა რუდი გობერს (13 ქულა, 15 მოხსნა). ოკლაჰომელთა რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულა და 13 პასი რას ვესტბრუკის ანგარიშზეა.
ორმაგი დუბლი დააგროვა ასევე პოლ ჯორჯმა (18 ქულა, 10 მოხსნა), კარმელო ენტონიმ საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა. მომდევნო მატჩს “იუტა” უკვე საკუთარ არენაზე 22 აპრილს გამართავს.