„იუტამ“ „ჰიუსტონი“ ბოგდანოვიჩის სამქულიანით დაამარცხა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი საინტერესო მატჩები გაიმართა. „ჰიუსტონმა“ საკუთარ „ტოიოტა ცენტრში“ „იუტას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამზე დამარცხდა (113-114)

პირველი ტაიმი ტეხასელებმა 4 ქულით მოიგეს. შეხვედრა ბოლო წამებამდე დაძაბული სცენარით მიმდინარეობდა. საბოლოოდ გადამწვეტი სამქულიანი ტყორცნა ბოიან ბოგდანოვიჩმა სირენასთან ერთად განახორციელა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

„ჯაზის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 30 ქულით ჯორდან კლარკსონი გამოდგა. 24 ქულა დააგროვა დონოვან მიჩელმა. 12 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა რუდი გობერმა. 20 ქულით დაასრულა შეხვედრა მაიკ კონლიმ.

ჰიუსტონელთა შორის 39 ქულა მიითვალა რას ვესტბრუკმა. ჯეიმს ჰარდენმა 28 ქულით, 10 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა, თუმცა ეს მოგებისთვის საკმარის არ გამოდგა.

ოკლაჰომა – ბოსტონი 111-112

ატლანტა – ნიუ იორკი 140-135

ფილადელფია – ჩიკაგო 118-111

ვაშნგტონი – მემფისი 99-106

კლივლენდი – კლიპერსი 92-133

პორტლენდი – მაიამი 115-109