იუსუფა მუკოკო თაღლითობაშია ეჭვმიტანილი - „დორტმუნდის“ ფეხბურთელის ასაკი, შესაძლოა, რეალურს არ შეესაბამებოდეს #1TVSPORT
„დორტმუნდის“ ფორვარდი იუსუფა მუკოკო თაღლითობაშია ეჭვმიტანილი, – იტყობინება გაზეთი Daily Mail-ი.
აღნიშნავენ, რომ 18 წლის ფეხბურთელმა ან მისმა გარემოცვამ, შესაძლოა, გააყალბა დოკუმენტები, რითიც დამალა რეალური ასაკი.
აღმოჩენილია დაბადების მოწმობა იუსუფ მოჰამადის სახელზე, რომელიც 2000 წლით თარიღდება და ის მიწერილია „დორტმუნდის“ ფორვარდ მუკოკოზე. მოთამაშის მამობილმა თითქოს ეს აღმოჩენილი მოწმობა ჟურნალისტს გაუგზავნა, მაგრამ გერმანიის საფეხბურთო კავშირი კატეგორიულად უარყოფს დოკუმენტების რაიმე ფალსიფიკაციას.
„ნიუკასლი“ და „ჩელსი“, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ მუკოკოს ტრანსფერზე, მზად არიან, უარი თქვან მოლაპარაკებებზე თაღლითობის შესახებ გამოძიებიდან გამომდინარე.