ამსტერდამის „აიაქსის“ მცველი იურიენ ტიმბერი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს, – იუწყება The Athletic-ი.
გამოცემის ინფორმაციით, ლონდონელები „აიაქსის“ მცველის ტრანსფერში 45 მილიონ ევროს გადაიხადიან. აღნიშნავენ, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და ტიმბერს მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს.
22 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი „აიაქსის“ აღზრდილია. 2022/23 წლების სეზონში იურიენ ტიმბერმა 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შასრულა.