იური ტაბატაძე - იოლი მატჩი არ გვექნება, მაგრამ მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ #1TVSPORT
იური ტაბატაძე - იოლი მატჩი არ გვექნება, მაგრამ მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ #1TVSPORT

„საბურთალოს“ ვიცეკაპიტანმა იური ტაბატაძემ 7 ივლისს, კონფერენს ლიგაზე ალბანურ „პარტიზანთან“ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის შესახებ ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ქართულ კლუბს ევროტურნირებზე წარმატებას ვუსურვებ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია. ალბანელებთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის.

ყველანი მობილიზებულები ვართ, გუნდში კარგი განწყობაა და ვეცდებით, ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ვიცით, რომ იოლი მატჩი არ გვექნება, მაგრამ გავალთ მინდორზე და მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ.

„პარტიზანი“ ევროსარბიელზე გამოცდილი გუნდია, თითქმის ყოველწლიურად ევროტურნირებზე თამაშობს. სუსტი გუნდი კონფერენს ლიგაზე არ არსებობს. ჩვენს თამაშს ვეცდებით და იმედია, ქართველ გულშემატკივრებს გავახარებთ.

გუნდს გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა თავდაჯერებულობა არც დაგვიკარგავს. ხდება ხოლმე, მცირე ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს. გვაქვს შანსი, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და გავახაროთ „საბურთალოს“ და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები“.