იური ტაბატაძე - „ბაშაქშეჰირი“ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ უკეთ თამაშიც შეიძლებოდა #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ ფეხბურთელმა, იური ტაბატაძემ თურქულ „ბაშაქშეჰირთან“ კონფერენს-ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„დაძაბული თამაში იყო. „ბაშაქშეჰირი“ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ უკეთ თამაში შეიძლებოდა. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ნახევარში უფრო აქტიურად ვმოქმედებდით.
სამწუხაროდ, შეცდომები დავუშვით, რისი გამოსწორების შანსი მეორე თამაშში გვექნება და შევეცდებით, გამოვასწოროთ“, – განაცხადა ტაბატაძემ.
კონფერენს-ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხი მატჩი 15 აგვისტოს სტამბოლში გაიმართება.