იური სიომინი - კვარაცხელია ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ფეხბურთელია
მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა მახაჭყალის „ანჟისთან“ რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში (2:0) მოგებულ შეხვედრაზე კომენტარი კლუბის ოფიციალური ვებგვერდთან გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტზეც ილაპარაკა.
„კვარაცხელიას დებიუტი? ხვიჩა ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც მომავლისთვის ავიყვანეთ. მას კარგი პერსპექტივა გააჩნია. სხვათა შორის, მას გუნდის დახმარება არა მხოლოდ მომავალში, არამედ უკვე დღეს აქვს. ის მოედანზე ცოტა ხნით შევიდა, მაგრამ თავი ორ ეპიზოდში გამოავლინა. პირველად ბურთი ძელს მოარტყა, მეორეში ბარინოვს კარგი გადაცემა გაუკეთა. ჩვენ ახალგაზრდებს ვენდობით და მათ შანსს მივცემთ. ამას როგორ გამოიყენებენ, მათზეა დამოკიდებული“, – ამბობს იური სიომინი.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა რუსეთის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა პრემიერლიგის მე–19 ტურში მახაჩყალის „ანჟისთან“ ჩაატარა, მოედანზე კი იური სიომინმა 85-ე წუთზე შეიყვანა.