იური ჯორკაეფი - საქართველოში ფეხბურთი ვითარდება, ფედერაცია და მწვრთნელი ძალიან კარგად მუშაობენ #1TVSPORT
იური ჯორკაეფი - საქართველოში ფეხბურთი ვითარდება, ფედერაცია და მწვრთნელი ძალიან კარგად მუშაობენ #1TVSPORT

ფიფა-ს პრეზიდენტთან, ჯანი ინფანტინოსთან ერთად თბილისში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებიან, მათ შორის საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი იური ჯორკაეფი.

საქართველოს დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ ჯორკაეფმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

„საფრანგეთში დავიბადე, მაგრამ ჩემი ფესვები სომხეთიდანაა, საქართველოსთანაც შეხება მაქვს, თუმცა ამ ქვეყანაში პირველად ვარ, რის გამოც მოხარული ვარ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აქ ფიფა-ს პრეზიდენტთან, ჯანი ინფანტინოსთან ერთად ჩამოვედი.

საფეხბურთო ინფრასტრუქტურა მომეწონა, საქართველოში ფეხბურთი ვითარდება, მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი კარგად მუშაობს, ისევე როგორც ფედერაცია, ამ ორგანიზაციას ტექნიკურად გამართული ჯგუფი ჰყავს.

„ლიონის“ გულშემატკივარი ვარ. გიორგი მიქაუტაძეს აქვს შესაძლებლობა, დიდი გუნდების მოთამაშე იყოს. მიხარია, რომ ბოლო დროს მას თამაშის შესაძლებლობა ეძლევა და ვიმედოვნებ, მომავალში მეტ დროს მიიღებს“, – განაცხადა იური ჯორკაეფმა.