„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „სქაი სპორტსისთვის“ (Sky Sports) მიცემულ ინტერვიუში მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის საკუთარ სიმპატიებზე ილაპარაკა.
– რონალდუ თუ მესი?
– არასამართლიანია. ეს იგივეა, რომ აირჩიო ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერლიგას შორის. ლიონელს ავირჩევდი, მაგრამ ორივეთი აღფრთოვანებული ვარ.
– პრემერლიგაში გამარჯვება თუ ჩემპიონთა ლიგაზე?
– პრემიერლიგაში, რადგან აქ “ლივერპულს” ჯერ არ მოუგია. ისე კი დიდი სხვაობა არ არის. მე ორივე ტურნირის მოგებას ვისურვებდი – ეს საუკეთესო ვარიანტია.
– გვარდიოლა თუ მოურინიო?
– პეპი. მე ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად მიმაჩნია. საქმე ჟოზესთან შედარებაში არ არის: ნებისმიერი სხვა გვარის დასახელები შეგიძლიათ.