იურგენ კლოპმა „ლივერპულის“ თამაშში მომხდარ ცვლილებებზე ილაპარაკა #1TVSPORT
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აზრი გამოთქვა მისი შემცვლელის, ნიდერლანდელი სპეციალისტის არნე სლოტის მუშაობის შესახებ.
„მე ვნახე „ლივერპულის“ ამხანაგური მატჩი „სევილიასთან“ (4:1). გუნდი მართლაც კარგად გამოიყურებოდა. მეორე ტაიმი „იფსვიჩთან“ (0:2) პრემიერლიგის მატჩში ასევე ხარისხიანი იყო.
მაგრამ მნიშვნელოვანი არ არის, მომწონს თუ არა მე გუნდის თამაში, მთავარი ისაა, რომ ის ძალიან კარგი მწვრთნელია, რომელსაც გააჩნია მართლაც ხარისხიანი შემადგენლობა და შერწყმული გუნდი. ასე რომ, ყველაფერი ბრწყინვალედ უნდა იყოს.
როცა „ლივერპულის“ მატჩებს ვუყურე, დავრწმუნდი, რომ მის მიერ ჩატარებული სამუშაო სახეზეა. მან ახალი იდეები მოიტანა. და ეს საუკეთესოა, რაც შეიძლება მწვრთნელზე ითქვას“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები ESPN-ს.
ასევე გერმანელმა სპეციალისტმა უპასუხა კითხვას – აქვს თუ არა კავშირი „ლივერპულის“ ფეხბურთელებთან, მაგალითად, გუნდის კაპიტანთან ვირჯილ ვან დეიკთან.
„ვან დეიკი დაუჯერებელი მოთამაშე და ადამიანია. ამ მიზეზით, ის ძალიან მაკლია, და სხვებიც. სამუშაო არ მენატრება, მაგრამ მენატრებიან ადამიანები. ჩვენ შეგვიძლია შეხვედრების ორგანიზება და მომავალში ურთიერთობა“, – განაცხადა კლოპმა, რომელიც 2015-24 წლებში იყო „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი.