იურგენ კლოპი - მარტში პირველი ადგილი არავის სჭირდება
იურგენ კლოპი - მარტში პირველი ადგილი არავის სჭირდება

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აცხადებს, რომ ბოლო მატჩში დაკარგული ქულებისგან ტრაგედიას არ ქმნის და რომ პირიქით, ამ ეტაპზე ასე სჯობს კიდეც. კვირას, 3 მარტს, მერსისაიდული დერბი ევერტონის საშინაო არენაზე გაიმართა და უგოლო ფრით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ლივერპული მეორე ადგილზეა და გალიდერებულ მანჩესტერ სიტის, რომელმაც ამავე ტურში ბორნმუთი 1-0 დაამარცხა, ერთი ქულით ჩამორჩება.

„ვის რაში სჭირდება ცხრილის სათავეში ყოფნა მარტში?“, – აღნიშნავს იურგენ კლოპი, – „წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩია. ამ სიტუაციით სავსებით კმაყოფილი ვარ. მანჩესტერ სიტის თამაშს ვუყურე და ვნახე, როგორ უხაროდათ მოგება. არადა, 900 შანსი ჰქონდათ და მხოლოდ ერთი გამოიყენეს – ისიც შემთხვევით. ჩვენ შანსი მოგვეცემა და აუცილებლად გამოვიყენებთ. ბოლო მატჩის საფინალო სასტვენამდე ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის“.

პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე ცხრა ტურია დარჩენილი. მომდევნო ტურში მანჩესტერ სიტი უოტფორდს მასპინძლობს (9 მარტი), ლივერპულიბარნლის (10 მარტი).