იურგენ კლოპი - თავდაჯერებულობა მოდის და მიდის, მას ჯიბეში ვერ ჩაიდებ
იურგენ კლოპი - თავდაჯერებულობა მოდის და მიდის, მას ჯიბეში ვერ ჩაიდებ

„ბორნმუთთან“ საშინაო მატჩის მოგების (2:1) შემდეგ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდში არსებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ვიცი, რა შეუძლიათ ჩემს ბიჭებს. მე ადრეც მითქვამს, რომ თავდაჯერებულობა არ არის ნივთი, რომელსაც აიღებ, ჯიბეში ჩაიდებ და სულ გექნება. თავდაჯერებულობა მოდის და მიდის. იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი გამოგდის, აუცილებელია, თუმცა ბრძოლა მთელი ძალით და ბოლომდეა საჭირო. ახლა ჩვენ 82 ქულა გვაქვს, რაც ძალიან კარგია. ასე უნდა გავაგრძელოთ და ყველას ვებრძოლოთ. დღესაც სწორედ ეს გავაკეთეთ“, – ამბობს კლოპი.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა ხანგრძლივი წაუგებელი სერია წინა ტურში შეწყვიტა, როდესაც „უოტფორდთან“ სტუმრად 0:3 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, „მერსისაიდელები“ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ და 25 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“.