„პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ სტუმრად გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, პრეს-კონფერენციაზე, „ლივერპულის“ თავკაცმა იურგენ კლოპმა თარჯიმნის „ეროტიულ ხმას“ გაუსვა ხაზი, რითაც დამსწრე საზოგადოება გაამხიარულა.
„ძალიან ეროტიული ხმა ჩამესმის ყურში, სხვათა შორის. გილოცავთ. ერთხელაც, თუ შეიძლება“, – თქვა იურგენ კლოპმა.
პსჟ – ლივერპული დღეს, 28 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.