იურგენ კლოპი სანაკრებო მატჩებზე თავისი ფეხბურთელების გაშვების წინააღმდეგია
იურგენ კლოპი სანაკრებო მატჩებზე თავისი ფეხბურთელების გაშვების წინააღმდეგია

„ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ცხადად მიანიშნა, რომ არ გაუშვებს თავისი გუნდის ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებებში, თუ დაბრუნების შემდეგ მათ კარანტინში ყოფნა მოუწევთ.

მარტის ბოლოს მთელს მსოფლიოში დაგეგმილია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები. დიდმა ბრიტანეთმა ბევრი ქვეყანა „წითელ სიაში” შეიყვანა და აკრძალვა დააწესა მგზავრობაზე. ამიტომაც, პრემიერლიგის კლუბები გაურკვევლობაში არიან – არ იციან, წავლენ თუ არა მათი ფეხბურთელები ეროვნულ გუნდებში.

ამის ფონზე კლოპმა განაცხადა, რომ არ აპირებს რისკზე წავლას და არ სურს, „ლივერპულის” მოთამაშეებს მოუწიოთ 10-დღიანი კარანტინის გავლა, სანამ ისევ შეუერთდებიან თანაგუნდელებს.