იურგენ კლოპი - სალაჰის ტრავმა სერიოზული არ არის
იურგენ კლოპი - სალაჰის ტრავმა სერიოზული არ არის

„მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს მოჰამედ სალაჰს, სავარაუდოდ, მსუბუქი დაზიანება აქვს. ეგვიპტის ნაკრების ფორვარდი 53-ე წუთზე ჯორჯინიო ვიინალდუმმა შეცვალა.
თავდაპირველად იყო ეჭვი საზარდულის ან მუხლის ტრავმაზე.

„მატჩის შემდეგ მან მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგში აქვს. იმედია, ასეც იქნება. უნდა დაველოდოთ ზუსტ დიაგნოზს”, – განაცხადა კლოპმა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში, „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე 3:0 გაანადგურა „მანჩესტერ სიტი“. „წითლების“ რიგებში პირველი გოლი სალაჰმა გაიტანა.