იურგენ კლოპი - სალაჰი „ლივერპულის“ ფეხბურთელია და აქ არაფერია განსახილველი #1TVSPORT
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა საკუთარი გუნდის ლიდერის, მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა და მკაფიოდ განაცხადა, რომ „მერსისაიდელები“ თავდამსხმელის არც საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადში“, არც სხვა რომელიმე კლუბში გაშვებას არ აპირებენ.
„პრესაში ხშირად იწერება სალაჰის ტრანსფერის შესახებ, მაგრამ ახალი ამბები სხვა რამეს გვიყვებიან და ჩვენი თვალთახედვა სულ სხვაა. მოჰამედ სალაჰი „ლივერპულის“ ფეხბურთელია და აქ არაფერია განსახილველი. შემოთავაზებას თუ მივიღებთ, ყველას უარით გავისტუმრებთ“, – განაცხადა „მერსისაიდელების“ გერმანელმა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოჰამედ სალაჰის შეძენა საუდის არაბეთის კლუბ „ალ-იტიჰადს“ სურს და ეგვიპტელიც თანახმაა, რომ წინადადება განიხილოს.
მოჰამედ სალაჰს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.