იურგენ კლოპი „რედ ბულის“ საფეხბურთო მიმართულებას უხელმძღვანელებს #1TVSPORT
იურგენ კლოპი „რედ ბულის“ საფეხბურთო მიმართულებას უხელმძღვანელებს #1TVSPORT

„სკაი სპორტის“ ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლოპი „რედ ბულის“ საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელი გახდება.

ავსტრიულ კორპორაციასთან გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულება ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა.

კონტრაქტში არსებული ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, იურგენ კლოპს შესაძლებლობა ექნება, გერმანიის ნაკრებში მიწვევის შემთხვევაში თანამდებობა დატოვოს.

57 წლის ირუგენ კლოპი „რედ ბულის“ საფეხბურთო კლუბებს რჩევებს ყველა მიმართულებით მისცემს და მათ მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული.

გერმანელი სპეციალისტი ინგლისის „ლივერპულს“ ცხრა წლის განმავლობაში წვრთნიდა, სადაც ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა.