იურგენ კლოპი ნანობს, რომ „რეალს“ მწვრთნელობაზე უარი უთხრა #1TVSPORT
„ლივერპულის“ ყოფილი დამრიგებელი იურგენ კლოპი ნანობს, რომ უარი უთხრა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებაზე.
როგორც გაზეთი Marca წერს, რამდენიმე კვირის წინ კლოპმა უარყო „სამეფო კლუბის“ შეთავაზება, სათავეში ჩადგომოდა „რეალს“.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის კლოპი ნანობს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო და უარი თქვა წინადადებაზე. აღნიშნავენ, რომ ახლა გერმანელი სპეციალისტი ვეღარ მიიღებს პოსტს „რეალში“, რადგან მადრიდულმა კლუბმა უკვე მიაღწია შეთანხმებას ჩაბი ალონსოსთან, რომელიც ამ სეზონის შემდეგ დატოვებს „ლევერკუზენს“.
უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ „რეალის“ ამჟამინდელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი მაისის ბოლო კვირას გამოაცხადებს მადრიდის დატოვების შესახებ.