იურგენ კლოპი: მოურინიოს გაღიმება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია
იურგენ კლოპი: მოურინიოს გაღიმება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია

ლივერპულის დამრიგებელი აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიოს ირონიულ გამონათქვამებს ყურადღებას არ აქცევს, თუმცა მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პორტუგალიელი მწვრთნელის გაღიმება შეძლოს.

ეს განცხადება გერმანელმა სპეციალისტმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამრიგებლის მიერ ბრიტანული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ გააკეთა. პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ „ლივერპულმა“ ახალი ფეხბურთელების შესაძენად ფულის დახარჯვაში რეკორდი დაამყარა და ახლა აუცილებლად ჩემპიონი უნდა გახდეს.

„მე ასე არ ვფიქრობ“, – პასუხობს კლოპი, – „ჩემპიონები თუ არ გავხდით, მომხსნიან? არა მგონია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ის ფეხბურთი ვითამაშოთ, რომელსაც ჩვენგან ჩვენი გულშემატკივრები ითხოვენ. ჩვენ სწორედ ქომაგების წინაშე გვაქვს აღებული ვალდებულება, ასევე გუნდის მფლობელის წინაშე და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ნაკლებად გვაინტერესებს. ჩემი ერთადერთი მიზანია, მოურინიო როგორმე გავაღიმო“.

ლივერპულმა ბოლო 12 თვეში დაახლოებით 250 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა ახალი ფეხბურთელების შესაძენად, თუმცა საკმაოდ დიდი თანხაც მიიღო, როდესაც ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში გაყიდა (142 მილიონი ფუნტი სტერლინგი).