10 ნოემბერს პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა გაიმართება.
ერთმანეთს პრემიერ ლიგის ლიდერები „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდებიან. „ლივერპულის“ თავკაცმა იურგენ კლოპმა მომავალი მეტოქე შეაქო და „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.
„გვარდიოლას დიდ პატივს ვცემ და დიდი ხანია ვიცნობ. გვარდიოლას მეტოქეობა განსაკუთრებული პატივი და გამოწვევაა. ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მისი გუნდი დავამარცხოთ“, – განაცხადა „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა.
ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „ლივერპული“ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „მანჩესტერ სიტია“, რომელიც კლოპის შეგირდებს 6 პუნქტით ჩამორჩება.